30 ივლისი, ხუთშაბათი, 2026
30 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

ნანა კაკაბაძე: დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლის-დასუსტების და მისი წიაღისეულის და ნავთობის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენო ფონდის განადგურება, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ლტოლვილებად ქცევა, ქვეყნის ნგრევა თავისი საბოლოო მძიმე შედეგებით, დემოკრატიის სახელით კეთდება და არა იმ რეალური მოტივით რაც უდევს საფუძვლად ამ ომის დაფინანსებას დასავლეთის მიერ

დასავლეთი დღეს საქართველოს იმიტომ სჯის, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ “კაი ბიჭების” ინტერესების დასაკმაყოფილებელ ომში, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე.
აი ეს არის რეალური მიზეზი იმ უსამართლო სანქციებისა, ჩვენი ქვეყნის ლანძღვისა და მუქარებისა, რომელიც დასავლეთიდან ასე უხვად და უწყვეტად მოედინება.- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე მიმოხილვას გასული საუკუნის 70-80-იანი წლებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ბრძოლა მიმართული იყო საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ და არა უშუალოდ რუსი ერის მიმართ.

მისივე თქმით, ანალოგიური დამოკიდებულება ნარჩუნდებოდა 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდშიც, როდესაც წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ურთიერთობები ჩვეულებრივად გრძელდებოდა.

ნანა კაკაბაძე სვამს კითხვას, თუ რატომ გამწვავდა ანტირუსული რიტორიკა და „რუსოფობია“ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მისი შეფასებით, ამ განწყობების მკვეთრი ცვლილება უკავშირდება არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ დასავლეთის დაკვეთასა და ფინანსურ ინტერესებს.

“ანტირუსული ისტერიის ანატომია
დაახლოებით ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ვინც აკვირდება ქართული საზოგადოების რუსეთისადმი და ზოგადად, რუსულისადმი განწყობებს, აშკარად შეამჩნევდა ამ საკითხისადმი მნიშვნელოვან განსხვავებებს დღევანდელობასა და 30-40, ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელ დამოკიდებულებას შორის.

თუ მხოლოდ გარედან დამკვირვებელი არა ხარ და აქტიურად მონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმ ცვლილებების მიზეზების გარკვევასაც შეეცდები, რამ მიიყვანა ჩვენი დღევანდელი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად გამოვლენილ, თავის მოწონებად ქცეულ ნაცისტური იდეოლოგიით ნასაზრდოებ რუსოფობიამდე.

მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის მკვებავი იყო დემოკრატიული იდეალები.

მართალია, იმ პერიოდის დისიდენტები ვებრძოდით საბჭოთა სისტემას, რუსეთს იმპერიად, ხოლო არსებული პოლიტიკის გამტარებელ რუსებს იმპერიალისტებად მოვიხსენიებდით, მაგრამ მაშინ ვერავის მხრიდან ვერ ნახავდით რუსი ერის წინააღმდეგ იმის მსგავს მოწოდებებს, რასაც დღეს ვისმენთ იმ ადამიანებსგან, ვისაც პატრიოტობა შემოსავლის წყაროდ და პროფესიად, ხოლო რუსოფობია ამ პროფესიის სამარკო ნიშნად უქცევიათ.

პირიქით, რუსი, უკრაინელი და სხვა დისიდენტები მუდამ ერთმანეთის სოლიდარულები იყვნენ ტოტალიტალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იყო ის ცივილიზებული დამოკიდებულება, რომელიც მიიჩნეოდა ნორმად.

როდესაც 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა გახდა მასობრივი, მაშინაც ქართველთა ბრძოლა მიმართული იყო იმპერიიდან თავის დასახსნელად და არა რუსი ერის წინააღმდეგ.

მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ, მცირე ხნით იფეთქა ანტირუსულმა ისტერიამ, მაგრამ ჯანსაღმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მალევე გადაიყვანეს სწორ კალაპოტში აზვირთებული ხალხის განწყობები.

90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინა პლანზე გამოსულები იყვნენ სეპარატისტი აფხაზები, ოსები და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათ უკან სწორედ იმპერიული რუსეთი იდგა, მაშინაც კი არ ყოფილა ისეთი ანტირუსული ისტერია, როგორსაც დღეს ვხედავთ.

უფრო მეტიც, 2008 წელს როდესაც პირდაპირ რუსული შეიარაღებული ძალების მიერ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ამის შემდეგაც კი ყოველგვარი ანტი-რუსული ისტერიის გარეშე, ვხედავდით საპირისპიროს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსების მოპატიჟებას საქართველოში ტურისტებად თუ ბიზნესის საკეთებლად. მათ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები საზღვარზევე ხვდებოდნენ დიდი პატივისცემით, რათა ეჩვენებინათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენს ერებს შორის, ეროვნულ დაპირისპირებას არ იწვევდა და რუს ერს ქართველები მტრად არ მიიჩნევდნენ.

ბევრს დღესაც გვახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილების პათოსი რუსეთში, სადაც ის ოკუპანტი ქვეყნის ხელძღვანელობას თითქმის ეხვეწებოდა, მოგვეცით კულტურული ღონისძიებების (სიმღერის და ცეკვის) თქვენთან ჩატარების საშუალებაო.

მანამდე ხომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსებისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტებიც გვახსოვს, რუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და იმის მტკიცება, რომ რუსეთიდან ინვესტიციების შემოდინება დიდად სასურველია, რადგან “ფულს სუნი არა აქვს”.

ამ ჩვენი პროფესიით “პატრიოტებისთვის” მაშინ ეს ყველაფერი მისაღები იყო, არც რუსულ ენაზე საუბრები აღიზიანებდათ, არც თვითონ “ღრუსები”. ზოგ შემთხვევებში ეხლაც ასეა, მაგ: მათთვის ლიაკა ხოშტარიას “ღრუსულ” რუბლებს დღესაც ვარდის სურნელი ასდის.

პასუხ გაუცემელია კითხვა, ჩვენს “პატრიოტ აკაცუკებს” ანტირუსული ისტერიისა და რუსოფობიის ბაცილა მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რატომ შეეყარათ.

არანორმალური და არაადრქვატურია ისიც, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ისე

ავტორი:

ბოლო სიახლეები