29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. პრემიერისგან შეთავაზება მინისტრობაზე არ მიმიღია“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი გაბუნიამ.

რაც შეეხება კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის გადადგომას, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რუხაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამ განცხადების უკან კითხვები არ უნდა არსებობდეს.

“ჩვენ მინისტრობის პერიოდში თინათინ რუხაძესთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამ განაცხადების მიღმა კითხვები არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები