გიორგი ვოლსკი: უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას

მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით გაეროში, განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მცირე ოკეანეთის ქვეყნების ვიზიტები საქართველოში, მთელი დელეგაციები ჩამოვიდა რამდენჯერმე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები.

„საინტერესო იყო ყველა დისკუსია და უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას. სახელმწიფოსთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...