27 ივლისი, ორშაბათი, 2026
27 ივლისი, ორშაბათი, 2026

ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას მოჰყვა.

გვარამია მიმართავს ქართველიშვილს, რომ „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.“

„წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო.

პატრონი თუ ყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.

რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით. და ეგ მორევაზე არსად და არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა.

რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე „კაი გოგოს ძმა“ ან „კაი ბიჭის შვილი“ 90იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: „სპიცა ღვიძლში“.

ბოთლიდან ბნელი 90იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: „ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან“
ასე რომ, წადი ბიჭო სახლში, მოფსი და დაიძინე“, – წერს გვარამია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები