25 ივლისი, შაბათი, 2026
25 ივლისი, შაბათი, 2026

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

მათიკაშვილის შეფასებით, გარე დავალების შესაბამისად, სააკაშვილის მიერ წახალისებული ძალადობა და ნეო-ნაცისტური მიდგომები, ზუსტად ასახავს დღევანდელი ოპოზიციის სახეს და ფსევდო ლიბერალების იდეოლოგოურ აიბნელეს.

„ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს – ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდო ლიბერალური და სინამდვილეში ნეო-ნაცისტური მიმართულება, პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის სახე დღევანდელი რადიკალიზმისა და აგენტურული ოპოზიციისა საქართველოში.” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, კომიკოსი რომელსაც თავს დაესხნენ ქოცების ზონდერები, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური!” – წერს სოციალურ ქსელში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები