როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, – ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.
მღვდელი ვაშალომიძის განცხადებით, ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანის გრძნობები შეურაცხყო გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ.
„როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად.
მით უმეტეს, როდესაც საუბარია წმინდანებზე, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველთაგანია და რომელსაც ვსასოებთ ჩვენ სრულიად ეკლესიის მრევლი და თავისთავად ცხადია, ეს სამწუხარო ფაქტია და ყოვლად მიუღებელი.
ერთის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორის გრძნობები შეურაცხყოს. ამ შემთხვევაში ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები.
სრული გულწრფელობით გვსურს, რომ ისინი დაფიქრდნენ უბრალოდ , კიდევ ერთხელ — არავინ არ ერევა მათ, როგორც უნდა ისე იფიქრონ და ისედაც იფიქრებენ, მაგრამ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით საქართველოს მოსახლეობას.“-განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.
https://www.facebook.com/share/v/1Hvx8s2Xeh/?mibextid=wwXIfr









