ალექსანდრე კარტოზია: შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანია, ეს დღევანდელ საუბარშიც დაადასტურა. მან თქვა, რომ როცა საქართველოში ყოფილა, ყოველთვის უგრძნია ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ – ქართულ-გერმანული ურთიერთობის სიძველე და განსაკუთრებულობა

გერმანიის პრეზიდენტი, შეიძლება, ითქვას, საქართველოს გულშემატკივარი და საქართველოს მოყვარული ადამიანია, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელმაც დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მისი თქმით, ამ დამოკიდებულებაზე გერმანიის პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„გერმანიის პრეზიდენტი, შეიძლება, ითქვას, საქართველოს გულშემატკივარი და საქართველოს მოყვარული ადამიანია, ეს დღევანდელ საუბარშიც დაადასტურა. მან თქვა, რომ როცა საქართველოში ყოფილა, ყოველთვის უგრძნია ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ – ქართულ-გერმანული ურთიერთობის სიძველე და განსაკუთრებულობა, ქართველების განსაკუთრებული მიმართება გერმანული კულტურის, გერმანული ენის, საერთოდ გერმანიისადმი. ამიტომ ამ მხრივ შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ უნდა მოველოდეთ უკეთესობას“, – განაცხადა ელჩმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...