გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი გიორგი სიორიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოება მისგან მკვლელობის ფაქტის მკაფიო დაგმობას ელოდება.
ჩიხელიძის შეფასებით, მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი.
„გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა.
ბატონო გიორგი, საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას სწორედ მეგობრებისა და ახლობლების დუმილი აძლიერებს დაუსჯელობის განცდას და ახალისებს კრიმინალს. მკვლელობასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი არ არსებობს. ასეთ დროს დუმილი საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც მორალური თანხმობა.
მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი.“ – წერს ჩიხელიძე.







![თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში – ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2025/04/tamta-megrelishvili-2-100x70.jpg)

