ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა ,,ნოდარ დუმბაძის გული მო…ან” სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და ,,ჰიპოტეტური”, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ძალადობრივი პასუხი, რაც “ლიბერალმა აკაცუკმა” ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ გასაკვირი არ არის მას შემდეგ, რაც გარდაცვლილ მწერალს აგინებ.
“ქართველი ერის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე ადრეულ ასაკში – 57 წლისა გარდაიცვალა. მას გული ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა და სამჯერ დაემართა ინფარქტი. მწერლის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მესამე ინფარქტი გახდა.
ასე რომ, ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა ,,ნოდარ დუმბაძის გული მო…ან” სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და ,,ჰიპოტეტური”, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით.
ძალადობრივი პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის”, ,,თეთრი ბაირაღებისა” და სხვა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ” – წერს ხუბუა X-ზე.







![თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში – ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2025/04/tamta-megrelishvili-2-100x70.jpg)

