22 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
22 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად – ბერულავა იყო “ნაცების” რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე – ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, – ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.

გეგეჭკორის განცხადებით, ბერულავას და მისი თანამოაზრეების “მორალური პედესტალიდან ჯღაბნა” იმის ბრალია, რომ საზოგადოებამ თავის დროზე არ შეახსენა ყველას, რეალურად ვინ ვინ არის.

“ამათი მორალური პედესტალიდან ჯღაბნა მართლა ყელშია უკვე და ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას ვინ ვინაა რეალურად ალბათ ამის ბრალია, რომ ცდილობენ კაიტიპები ითამაშონ – ჯერ ერთი რ2-ს რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე – ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი, მისი ცოლი კი ნაცების ყველაზე ბინძური რუპორის, რეალტივის ჭურნალისტი! ნაპრავები აქვთ დაწყებული გირგვლიანის თუ ბუტას მკვლელობით აბსოლუტურად ყველა სისასტიკე, რაც ნაცებს ჩაუდენიათ! ამათ სულ ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, საერთოდ ხმას არ უნდა იღებდნენ, მაგრამ სად ნაცი, სად თავმოყვარეობა!” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

https://www.facebook.com/share/p/1BY68XuSTr/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები