22 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
22 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში – პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახემწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია – 14 დღე ცოტაა!

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდას ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია, ხოლო, თავად სანაიას, სახელმწიფო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მხოლოდ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მისივე განცხადებით, „ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია“ მას ისევე მკაცრად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, როგორც თანამდებობის პირს.

„ 5 წლის წინ წყნეთის ქუჩაზე ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს! მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში და საბოლოოდ საპროცესოთი გამოვიდნენ! მათ პროკურატურა ედავებოდა ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნას, დისკრიმინაციის ნიშნებს და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას!

– 14 დღე ცოტაა!!! პრაქტიკულად ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახემწიფო მოხელეების მიმართ! პროფესიული საქმიანობის გამო ვახო სანაია დისკრიმინაციული ნიშნებით (პოლიტიკურით) და შეუწყნარებლობის მოტივით ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით! რატომ 14 დღე (მითუფრო რომ მე-3 გაფრთხილებაა წინა ორზე ჯარიმით შემოიფარგლა მოსამართლე) და არა 3 წელი რასაც პოლიტიკური დევნის მუხლი ითვალისწინებს?!

– ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია! პირიქით როგორც თანამდებობის პირს ანალოგიურად ჟურნალისტსაც უნდა მოეთხოვებოდეს მკაცრი პასუხი ქმედებებზე და სიტყვებზე!“- წერს სადღობელაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები