სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ბადრი შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს. მას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება.
მოსამართლემ სანაიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, თუმცა ადვოკატმა პროცესზე თქვა, რომ ვახო სანაიას არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს და ამიტომ საქმიდან აცილება მოითხოვა, თუმცა მისი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ჯარიმის გადახდა სანაიას უკვე ორჯერ დააკისრა. მას ჯარიმები გადახდილი არ აქვს.
დღევანდელ პროცესზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 დღემდე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.









