გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მათ პატრონებთან უცხოეთში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს.

მისი თქმით, ოპოზიციონერი აქტივისტები რაც უფრო მეტად გამოაჩენენ თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან აქვთ საქმე.

„ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო სათანადოდ გასცემდა პასუხს ამ სისაძაგლეს და ამ ხალხს, ვინც რატომღაც უჯერებს უცხოურ ძალებს და სურთ, რომ საქართველოში დაამკვიდროს არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი და ბილწსიტყვაობა. გამოჩნდა, რომ ეს ევროპული ღირებულება არ არის. ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მათ პატრონებთან უცხოეთში,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...