21 ივლისი, სამშაბათი, 2026
21 ივლისი, სამშაბათი, 2026

კახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს

ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, – განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავსმოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება.

„თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავსმოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ შედეგებსაც დადებს.

„სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები