პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „აჭარა თაიმსის“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბათუმში გამართულ ქორწილს ესწრებოდა ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად და სწორედ ამიტომ ჩაიკეტა გზა. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას. მეგრელიშვილი წერს, რომ ივანიშვილს შეუძლია სამართლებრივი პასუხის გაცემაც:
,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ – წერს მეგრელიშვილი.
ანალიტიკოსი აღნშნავს იმასაც, რომ ეს საქმე კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას, რომ არ შეიძლება იმგვარი ცრუ ფაქტების გავრცელება, რომლებიც აზიანაბენ ადამიანის ღირსებასა და რეპუტაციას.
,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.
აღნიშნულ ქორწილს ბევრი სტუმარი ესწრებოდა და გავრცელებული ინფორმაცის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას.
ივანიშვილის ოჯახის წევრები არცთუიშვიათად ჩნდებიან ხალხმრავალ სივრცეებში და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან, მათი უსაფრთხოების გამოც კი სხვა ადამიანებს სადმე მისვლისა და შესვლის სირთულე არასოდეს შექმნიათ.
ამ ფონზე, ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას და გამოავლენს იმ მფაქტს, რომ რეგიონული მედიასაშუალება კანონმდებლობით დადგენილ წესებს სათანადოდ არ იცავს,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.









