17 ივლისი, პარასკევი, 2026
17 ივლისი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე: კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების, წინააღმდეგ

კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა სწორედ იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალის შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დისკუსიის დროს მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

„ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება განსაკუთრებით გარედაფინანსებით, უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. სწორედ ეს საკითხებია მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას.

საინტერესო დისკუსია შედგა კოლეგა მინისტრებს შორის, მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული. რა თქმა უნდა, როდესაც ტერორიზმზე და ექსტრემიზმზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულება მნიშვნელოვანია და ამ მინისტერიალში ჩვენი მონაწილეობა ამ კუთხით იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნულ მინისტერიალზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები