15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ-მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით

ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა.
14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადექვატურად არის მათ მიერ გაგებული. – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას ეხმიანება, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

კაკაბაძის თქმით, ამის გამოხატულება იყო მის მიმართ დასმული შეკითხვების შინაარსი.

“მაგალითად, აინტერესებდათ, თუ რით განსხვავდებოდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა იმისგან, რასაც დღეს აკეთებს ზოგიერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია.

მხედველობაში ჰქონდათ ციხეებში ნაცემი და ნაწამები პატიმრების აქტიური დაცვა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან, შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
კითხვა ეხებოდა იმას, რომ ჩვენც გადავცემდით საერთაშორისო ორგანიზაციებს ციხეებში ნაწამები ადამიანების სიებს და ახლაც იგივეს აკეთებენ დღევანდელი არასამთავრობოებიო.”- აღნიშნავს კაკაბაძე.

მისივე თქმით, “განსხვავება კი არა, კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებს, ხელისუფლების დამხობას, სახელმწიფოს ჩამოშლას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. “

კაკაბაძის თქმითვე, მათი სტანდარტით, დასავლეთში შეიძლება შეიზღუდოს უცხო ქვეყნებიდან უკონტროლო ფულის შემოდინება სახელმწიფოს შიგნით, დაწესდეს კონტროლი ინტერნეტ მედიაზე. ჯარიმა ან პატიმრობაც კი დაეკისროს სიძულვილის ენის გამოყენებით მოქალაქეზე თავდამსხმელს. მაგრამ თუ ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება დააპირებს, ეს მაშინვე უნდა შეფასდეს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიულ, დიქტატორულ და პრორუსულ ქმედებებად.

“მათ თავისებურად ესმით არასამთავრობოების უფლებადაცვითი საქმიანობა, დაუწერელი თუ დაწერილი კანონები, რომლებიც უფლებადამცველს ავალდებულებს იყვნენ ნეიტრალურები და არა პოლიტიკაში ჩართული მხარე.

ამის მაგივრად, მათ ნორმალურად მიაჩნიათ უფლებადამცველების მიერ მიტინგების გამართვა პოლიტიკური (მათ შორის, ძალაუფლების მათთვის გადაცემის) მოთხოვნებით, უცხოური ფონდებით დაფინანსებული ფულით სახელმწიფო და კერძო შენობების დაწვა, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, ამ ყველაფრისათვის საჭირო საშუალების შეძენა, მარაგების გაკეთება და ა. შ.

ისინი თითქოს ვერ ხედავენ განსხვავებებს ამ ყოველივესა და იმ დამოკიდებულებას შორის, რომელიც ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, კრიმინალური შინაარსის მქონე მოწოდებები და ბოლოს, კრიმინალური ქმედებები, საბოტაჟი, გადამწვარი პარლამენტის ოთახები, ცეცხლმოკიდებული პოლიციელები, მოწოდებები საჯარო მოხელეებისადმი, რომ უღალატეთ სახელმწიფოს და თანხის სანაცვლოდ გადმოდით ჩვენ მხარეს – მათი გაგებით, ეს ყოფილა პოლიტიკური ბრძოლის კანონიერი ფორმა, ვინაიდან ეს ყველაფერი საჯაროდ კეთდებოდაო.

კიდევ უფრო გამაოგნებელია, როცა ამას ისმენ იურისტი ადვოკატებისგან და ფიქრობ, რომ ეს ხალხი, ისევე როგორც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები, ყველა გზას დასაშვებად მიიჩნევენ მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი ხელისუფლების დამხობის გარედან მიღებული დავალების შესრულებაა.

როდესაც დასავლეთზე და იქაურ დემოკრატიაზე საუბრობენ, ისინი მხოლოდ ზედაპირულად და ცალმხრივად აფასებენ იქ დამკვიდრებულ წესებს და არ უნდათ დაინახონ, რომ იქაური დემოკრატია სწორედ იმიტომ მუშაობს წარმატებულად, რომ სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებული მკაცრი წესები, კანონები არეგულირებენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების,ასევე თვითოეული კონკრეტული მოქალაქის ღირსების და თავისუფლების დაცვას.

მათი სტანდარტით, დასავლეთში შეიძლება შეიზღუდოს უცხო ქვეყნებიდან უკონტროლო ფულის შემოდინება სახელმწიფოს შიგნით, დაწესდეს კონტროლი ინტერნეტ მედიაზე. ჯარიმა ან პატიმრობაც კი დაეკისროს სიძულვილის ენის გამოყენებით მოქალაქეზე თავდამსხმელს. აიკრძალოს კონკრეტული ანტიდემოკრატიული ქმედებების თუ მოწოდებების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიები, აიკრძალოს საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება, პარლამენტის შტურმის მონაწილეებისთვის აშშ-ში შეიძლება მრავალწლიანი პატიმრობის მისჯა და ა. შ., მაგრამ თუ ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება დააპირებს, ეს მაშინვე უნდა შეფასდეს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიულ, დიქტატორულ და პრორუსულ ქმედებებად.

ამის საფუძველზე კი უნდა მოხდეს ხელისუფლების დემონიზაცია, რათა გზა გაეხსნას მის წინააღმდეგ ნებისმიერ გზით დამხობის მცდელობის “გაპრავებას”.

სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ის, რომ რითაც ეს “პოლიტიკოსები” საჯარო გამოსვლებში თავს იწონებდნენ საკუთარი წვლილით საქართველოს ხელისუფლების

ავტორი:

ბოლო სიახლეები