გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი

გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

გამსახურდიას შეფასებით, მათთვის პირველი და უმთავრესი ქვეყნის გაყიდვა და ფულის შოვნა იყო.

„ზუსტად იგივეს იძახდა ამისი ბელადიც, ვივამედში. მე აქ კი არ უნდა ვიჯდეო, იქ უნდა ვიყოთ ეხლა ჩვენ და ფულს უნდა ვშოულობდეთო. მანამდე, სანამ ვივამედში გადაიყვანდნენ, ბარამიძეს ეუბნებობადა სვიდანიაზე, გამიყვანეთ აქედან, ეხლა იქ უნდა ვიყოთ და მაყუთს ვაკეთებდეთო.
სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის, პირველი და უმთავრესი.“- წერს გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...