15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება – თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.

შარმანაშვილის შეფასებით, გვარამიას განცხადებიდან ნათელია, რომ ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩართვა, დანგრეული საქართველო, თავად ქაოსის დროს უკანონოდ მოსვლა ხელისუფლებაში, შემდეგ კი დანგრეულის აღსადგენად გამოყოფილ დიდ თანხებთან წვდომა სურთ.

“კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, თავად უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება დანგრეულის აღსადგენად, სადაც რეალურად ქართველები აღარც იქნებიან უმრავლესობა. ამბობენ კიდეც, ეროვნული სახელმწიფოების დრო მიდისო (ჭიაბერაშვილი). თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ, შვილებს მშობლიურ ენასაც კი არ ასწავლიან უკვე. რამ შეაჯავრათ საქართველო და ქართველები, არ ვიცი.” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები