კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება

ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...