14 ივლისი, სამშაბათი, 2026
14 ივლისი, სამშაბათი, 2026

კახა კალაძე გარე ვაჭრობაზე: ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა ტერიტორიიდან უკანონო კონსტრუქციები არ გაიტანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები