16 ივნისი, სამშაბათი, 2026
16 ივნისი, სამშაბათი, 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მასპინძლები იყვნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენი. გაფართოებულ ფორმატში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სხვადასხვა კომიტეტის წევრები.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გასული წლების დინამიკა და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შედის ორივე მხარის ინტერესებში და რომ მხარეები გააგრძელებენ ამ მხრივ ძალისხმევას.

ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური მოვლენები, აგრეთვე, ორმხრივი კავშირების ფართო სპექტრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები