13 ივნისი, შაბათი, 2026
13 ივნისი, შაბათი, 2026

დიმიტრი სამხარაძე: მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და მორიგ ჯერზე აბსურდული კამპანიის მონაწილეები გახდნენ

გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც სჩვევიათ, მორიგ ჯერზე აბსურდული კამპანიის მონაწილეები გახდნენ, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში არ არ იარსებებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეს დანაშაულს აპატიებს და პასუხისგების გარეშე დატოვებს.

სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციას არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მისცემენ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას, კანონი კი ყველასთვის ერთია.

“ახლა კი რა არის ამათი აბსურდი: ერთხელ უკვე დასჯილი ადამიანების იმავე საქმეზე მეორედ დასჯას ითხოვენ. ანუ, მათი ლოგიკით, „კი, მაშინ დასაჯეთ, მაგრამ ჩვენ არ მოგვითხოვია; ახლა მოვითხოვთ და ხელახლა დასაჯეთო“. წარმოგიდგენიათ, სად არიან? თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ყველა ის ნაც-ჯალათი, რომლებიც 2012 წლის შემდეგ კონკრეტული დანაშაულებისთვის გაასამართლეს და სასჯელი მოიხადეს, იმავე საქმეებზე ხელახლა უნდა გავასამართლოთ. ვინც სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა, ისევ უნდა დავაკავოთ. რეალურად ხომ სწორედ ამას ითხოვენ?

რაც შეეხება იმ კადრებსა და პრობლემებს, რომლებიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე არსებობდა, ეს არავისთვის დაუმალავთ. მეტიც, სწორედ ერისკაცი იყო პირველი, ვინც „ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ღიად ისაუბრა ამ საკითხებზე და განმარტა, თუ რამ აიძულა პოლიტიკაში დაბრუნება.

საქართველოში არ არსებობს და არც იარსებებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეს თავზე ხელს გადაუსვამს, დანაშაულს აპატიებს და პასუხისგების გარეშე დატოვებს. დასრულებულია დრო, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს მართავდნენ ლოზუნგებით „ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია“ და „რაც მეტს დავიჭერთ, პრემია მეტია“. დღეს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობაში არიან ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დამცველი ხელისუფლების თქვენივე მყრალი რეპუტაციის მქონე, ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას. კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა.” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

https://www.facebook.com/share/p/1H6A9YtJxE/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები