11 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
11 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა “ნაცების” ხელობაა

ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო… იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს “უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი” დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა “ნაცმოძრაობის” ხელობაა.

“მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ ,,კურკუმალ ვაითი” ხაბეიშვილი მოსაქმეობდა, ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული და დაბალორგანიზებული პოლიტიკური პითეკანთროპი – არტილერია (თუ არტერია? რომელია სწორი?) ჟორჟოლიანი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა ნაცების ხელობაა.

მოკლედ, ორი რამ არის საოცარი ამ ქვეყანაზე: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს თავზე და მორალური ჭაობის სიღრმე ნაციონალურ მოძრაობაში.

ისე კი, კაცმა რომ თქვას, სრულიად ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ნაცმოძრაობა თავის ძაღლუმადურ პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს,” – წერს ხუბუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები