9 ივნისი, სამშაბათი, 2026
9 ივნისი, სამშაბათი, 2026

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მმართველი გუნდის მიერ პარტია “ხალხის ძალის” კრიტიკის გათვალისწინებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ჯარიმების შემსუბუქებისა და დაბალანსების საკითხზე ოპერატიული რეაგირება საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინების მაგალითია.

„ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ და განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დასმული საკითხები ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას. მისი შეფასებით, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ინიციატივები რეალურ შედეგებად იქცეს.

​“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ოპერატიული რეაგირების გამო, რომელიც ჩვენს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას.

​ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი.

ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ეს ინიციატივა უმოკლეს ვადებში იქცეს რეალურ შეღავათად ჩვენი მოსახლეობისთვის”,- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები