8 ივნისი, ორშაბათი, 2026
8 ივნისი, ორშაბათი, 2026

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციას არ შეუძლია თვითორგანიზება, აგენტი მოქმედებს დავალებით

დაპირისპირება ოპოზიციაში მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს, მათ არ შეუძლიათ თვითორგანიზება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტი მოქმედებს დავალებით.

“მათ არ შეუძლიათ თვითორგანიზება, აგენტი მოქმედებს დავალებით. როდესაც არ არის მათთან მკაფიო დავალებები, ისინი ყოველთვის გვთავაზობენ ერთი და იმავეს. საზოგადოებას ბევრჯერ აქვს ნანახი ასეთი კინკლაობების შემდეგ ერთი შემოძახილი ან ღია წერილი გარე პატრონის და შემდეგ როგორ აფუძნებენ მორიგ ფანჩატურს. რაც არ უნდა დაგმონ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მათგან შობილი არიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციონერებს ლუზერის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები