7 ივნისი, კვირა, 2026
7 ივნისი, კვირა, 2026

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერებმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში “ხალხი ძალის” ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვდრა გამართეს

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.

მედიასთან საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გაეცნენ მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და დასაქმება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მოსმენისას პარლამენტში, ამ აქტუალურ საკითხებზე არაერთ “ხალხის ძალის” წევრები არაერთ შეკითხვას გააჟღერებენ:

„ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ სამეგრელოს რეგონი. შეხვედრები გვქონდა როგორც მოსახლეობასთან, ისე ჩვენს წარმომადგენლებთან საკრებულოებში. ფაქტობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ფრაქცია, ზოგან მინიმუმ 3 ადამიანი, ზოგან 4-6. ისინი მართლაც გავლენიანი ადამიანები, პატრიოტები და თავიანთი ქვეყნისათვის მებრძოლები არიან. გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის და უკვე შემდეგ კვირაში, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლისას გავაჟღერებთ არაერთ კითხვას. აქაა ლაპარაკი როგორც გარკვეულ მუნიციპალურ პრობლემებსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ასევე დასაქმების თემაზეც და ამას მივაქცევთ ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან იზრდება „ხალხის ძალის“ მიმართ ინტერესი, შესაბამისად, პარტია აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებასა და 2028 წლის არჩევნებისთვის მომზადებას:

„გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ დასაქმების საკითხები და ამას მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები