მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკურ საქმიანობაში- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა.

როგორც გრიგოლიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხები და იდეები პირდაპირ აისახება ხელისუფლების სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაში.

„განვლილი შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ შორის, გაჟღერდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიც იყო მაგალითად, ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა. შესაბამისად, იგივე მოლოდინი გვაქვს დღესაც აქ მცხოვრები ახალგაზრდებისგან, რომ მათ მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად.“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...