4 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
4 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

გლენ დისენი: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე. ევროკავშირი საქართველოსგან არსებითად ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს, – განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მონაწილეა.

მისი თქმით, ევროპას სურს საქართველო მისი მარიონეტი გახდეს.

„პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გზაა საქართველოს წინსვლისთვის. მათ სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული და დასავლურ ინსტიტუტებთან მჭიდროდ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა.

დღეს დილიდან მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი იმართება, რომელსაც თბილისი უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან. მათ შორის ევროპარლამენტარები, რომლებიც მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და საქართველოს მიმართ ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას. არადემოკრატიულად აფასებენ ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებასაც.

ავტორი:

ბოლო სიახლეები