ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისევ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია. ბოლო პერიოდში სააკაშვილი ძირითადად „ახალის“ ლიდერებს და რიგით წევრებს აკრიტიკებს. პოზიციას არ ცვლის ანა წითლიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში საერთოდ არ უნდა იყოს.
„მე იგივე აზრზე ვრჩები, არაფერი შემიცვლია, თუმცა, ერთია ჩემი პერსონალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელსაც
ღიად გამოვხატავდი, და მეორეა პარტიის გადაწყვეტილება ალიანსში ყოფნის”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
ოპოზიციურ ალიანსში არსებულ მდგომარეობას აფასებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი და აღნიშნავს, რომ უცნაურია, რომ ალიანსში მყოფი ადამიანები გაერთიანდნენ.
„ალიანსი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების გაერთიანება. ამ ხალხს ერთმანეთი ისეც ისე ჰყავთ ნაგინები, საერთოდ უცნაურია, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, მიხეილ სააკაშვილი რატომ იტანს ამ მოღალატეებს, თავის თავს ლილიპუტებს რომ ეძახდნენ და ახლა რაღაც ამბიციები აქვთ. ამომრჩეველი ტყუვდება ხოლმე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რამდენი ადამიანი გამოდის ამ ალიანსის აქციებზე ბოლო დროს, შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ატყუებდნენ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.









