კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი: შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, პიტერ ჰარდერთან ერთად, შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ხელმძღვანელობდა, – წერს კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი სოციალურ ქსელში.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, გეოპოლოტიკური მდგომარეობა და საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, გეოპოლიტიკური გარემოებები (საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს), აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში არსებული გაყინული კონფლიქტები, ასევე რუსეთის საერთო გავლენა რეგიონში. ეს იყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა პიტერ ბიმმა.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიტერ ბიმთან და თავმჯდომარის მოადგილესთან, პიტერ ჰარდერთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...