1 ივნისი, ორშაბათი, 2026
1 ივნისი, ორშაბათი, 2026

ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია – ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის

რჩევას მივცემ მამაშვილურს – გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის. მაგას მარტო თავისი თაყვანისმცემლები კი არ უსმენენ, მთელი საქართველო უსმენს. სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტია, ყოველ ჯერზე გამოდის და ახალ-ახალ რაღაცებს ამბობს. მე მაგალითად, მრცხვენია მაგ კაცის მაგივრად, – ამის შესახებ “პარაიმ ტაიმთან” საუბარში ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, სააკაშვილს, სხვებთან ერთად, მისი შვილიც ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, თუმცა, ამის მიუხედავად “არაჟანში და ნაყინებში” მჯდარ სააკაშვილს არავინ დახვდა საქართველოში, რის გამოც იგი გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის.

“ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის,” – აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.

“ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. “ნაციონალები” “ვსიო”, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს “ნაციონალური მოძრაობა” თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს – ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, – განუცხადა ანზორ მელიამ “პრაიმ ტაიმს.”

ავტორი:

ბოლო სიახლეები