30 მაისი, შაბათი, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის მერის მოადგილესთან, კახა გურულთან ერთად, რუსთავში N31 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და N25 და N11 ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

450 ბავშვზე გათვლილი N 31 საბავშვო ბაღის განახლებითი სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. ასევე დასასრულს უახლოვდება რუსთავის N25 და N11 ავარიული ბაგა-ბაღების ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა.

N25-ე ბაღი 450 ბავშვზეა გათვლილი, N11 ბაღი კი 300 ბავშვს მოემსახურება.

პროექტების განხორციელების შედეგად, რუსთავის საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, სამივე საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისთვის, დამატებით გამწვანებით სამუშაოებს შეასრულებს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები