27 მაისი, ოთხშაბათი, 2026
27 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ლაშა გეგეჭკორი “ოპოზიციურ ალიანსისს”: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.

“1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ.
არ მოვმზადებულვართ და 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით.
თქვენ მაშინ სახლში იჯექით და სოცქსელში წერდით რომ თქვენთვის ყველა დღე ოჯახს ეკუთვნის.

დღეს ამას წერთ და გუშინ ერთმანეთის ცოლებს “კრუგში” ატრიალებდით.
ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ.

რატომ? პატრიარქმა მოგვიწოდა. აი ამიტომ!
თქვენი პატრიარქი ჯო უილსონია.
ამიტომ ხართ “ბევრნი.”

საქართველოც, ეს დღეც და ხვალინდელიც – ჩვენია.

ხელი არ წაგიცდეთ, თორემ…”- წერს გეგეჭკორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები