ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, – წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.
ოდიშარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკა ბუნებრივია, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი მათთვის მათივე “ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა”.
“ისტერიკის ახალი ტალღა დაიმართეს ნაცებმა და ლიბერალებმა: ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად როგორ გამოსახეთ დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბარათზეო. ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა. ამიტომ გასაგებია ნაცების და ლიბერალების ისტერიკა — მათთვის ხომ ის მათივე ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა; შესბაამისად, გიჟდებიან, როგორც ვამპირები ჯვრის დანახვაზე.
გილოცავთ იმპერიებისგან, რეჟიმებისგან და აგენტურისგან თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.









