26 მაისი, სამშაბათი, 2026
26 მაისი, სამშაბათი, 2026

ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს, უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა

საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა- წერს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

ლიპარტელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით “იმედის” ქარდს ეხმიანება, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი ერთად არიან წარმოდგენილი. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის.

Ჩვენი სამშობლოსათვის გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის გვიგზავნიდა უფალი ადამიანებს, რომელთა თავდადებამ გადაარჩინა და დღემდე ღირსეულად მოიყვანა ჩვენი ხალხი.

საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას და მათი ცხოვრება იყო ბრძოლა დინების საწინააღმდეგოდ – დადეს სული თვისი სამშობლოსათვის.

დაგვიტოვეს მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნებას არანაკლები თავდადება,
შრომა და გონიერება სჭირდებოდა, რისი მაგალითიც მოგვცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.

2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა, რომელიც ვერაგული ფორმით, იყო წართმეული და ქვეყანას უცხო ქვეყნის ინტერესს ამსახურებდნენ.

2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის!- წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები