ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვაში ხაზგასმულია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებითი დინამიკა.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას“, – აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...