25 მაისი, ორშაბათი, 2026
25 მაისი, ორშაბათი, 2026

ირაკლი კობახიძე: 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ – 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000

2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000.

„სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს.

აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი. დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.

აბსოლუტური სიღარიბე იანგარიშება საერთაშორისო სტანდარტებით. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც. როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოც. ერთი და იგივე მეთოდოლოგია იყო 2012 წელსაც და მიმდინარე წელსაც. ამ ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა.

„ნეტო შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადის მიხედვით 13,3 მილიარდი ლარი იყო. გახდა 33 მილიარდი. რომელი ეკონომისტი ამბობს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ აისახება მოსახლეობაზე? სისულელეა, ვინც ამას ამბობს, ის არ არის ეკონომისტი. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ბიუჯეტზეც და მათ შორის, მოსახლეობის სოციალური დახმარების მაჩვენებლებზე, ჯანდაცვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები