25 მაისი, ორშაბათი, 2026
25 მაისი, ორშაბათი, 2026

ზვიად შალამბერიძე გიორგი კანდელაკზე: სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ქართულ სახელს, გვარს ატარებდეს

სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ქართულ სახელს, გვარს ატარებდეს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

შალამბერიძის თქმით, გიორგი კანდელაკი ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოღალატე ადამიანი.

„ფაქტია, ასეთი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა და პირველად არ ვისმენთ ჩვენ ამ ადამიანისგან. მსგავსი დასკვნები და „კვლევები“, თითქოს ფაქტებზე დაყრდნობილი, არაერთხელ მიუწოდებია მას ამერიკის მხარისთვის. ამ შემთხვევაში, ჯო უილსონია მისი პარტნიორი. ჯო უილსონი რას წარმოადგენს და ვინ არის, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. თუმცა, ამ შემთხვევაში პირიქით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე არათუ ჩრდილის მიყენება, ყველა ხედავს პროგრესი გვაქვს. სამწუხაროა ერთი რამ, საქართველოს ისტორიაში ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, გარკვეული პერიოდულობით ადამიანების გვარები, რომლებიც იყვნენ და შევიდნენ ისტორიაში როგორც საქართველოს მოღალატეები. პრემიერმა ორჯონიკიძე ახსენა, შადიმან ბარათაშვილები და ა.შ.

ეს ადამიანიც ასევე შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოღალატე უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, საქართველოს ინტერესების. ამას თამამად ვამბობ იმიტომ, რომ ცალსახად სირცხვილია, როდესაც ამ ადამიანს ჰქვია საქართველოს მოქალაქე და სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ქართულ სახელს, გვარს ატარებდეს. ვიმედოვნებ, როგორც მისი დამქაშები და ვიღაც-ვიღაცები საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან, არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და თვითონვე თქვეს, მოუწიათ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, ადრე თუ გვიან მოვა დრო, ეს ადამიანი აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი საზოგადოების ნაწილი“, – აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები