24 მაისი, კვირა, 2026
24 მაისი, კვირა, 2026

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ – კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, – აღნიშნავს კანდელაკი.

ოპოზიციონერი გამოცემასთან იმასაც აცხადებს, რომ არსებობს „დადასტურებული შემთხვევები“, როდესაც ალ-მუსტაფას ფილიალები „გამოიყენება პირების რეკრუტირებისთვის ან აშშ-ს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის“.

ცნობისთვის, ეს არ არის გიორგი კანდელაკის პირველი ანტიქართული განცხადება – ჯერ კიდევ მარტში, თანაავტორ ლუკ კოფისთან ერთად მომზადებულ კვლევაში, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა, კანდელაკი საქართველოში ირანის გავლენების ზრდას უარგუმენტოდ ამტკიცებდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები