თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება.
„თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ თავს ზემოთ ძალა არ არისო. დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში ამ ვერაგი დაავადების განკურნების წამალი, მიუხედავად მთელი მსოფლიოს წამყავი ინსტიტუტების და მეცნიერების მუშაობისა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამ მოცემულობაში ჩვენმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო ამ მეტად სენსიტიური თემის თავის სასარგებლოდ გამოყენება, ლოზუნგით “წამალი ბავშვებს,” ჩართეს სტუდენტობა, ილიაუნის უნივერსიტეტით ავანგარდში და იგივე ლოზუნგით დაიწყეს ფულის შეგროვება, შემდეგ უცხოელი დამკვეთებიდან ეტყობა რომელიმე მიხვდა, რომ არ არსებული წამლის მოთხოვნა არ იყო მომგებიანი და გადავიდნენ ამ ბავშვების მოხმარების საგნების და პროცედურებისთვის თანხის შეგროვებაზე, თითქოს არც დამკვეთებმა და არც შემსრულებლებმა არ იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს, ამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი. ვინ დაგიჯერებთ. გაჭირვებული ადამიანებით მანიპულაციაზე მაინც შეიკავეთ თავი თქვენ უჯიშო, უსამშობლო ადამიანებო და რაც მთავარია ჩვენს ახალგაზრდობას ნუ ურევთ ტვინს.“ – წერს ფოჩხუა.









