23 მაისი, შაბათი, 2026
23 მაისი, შაბათი, 2026

შაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ “დაიცავი ილიაუნის“ “ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს. უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება – ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე, არადა, ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?

ბავშვების თემას ამოფარებული “დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას “ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ფულს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ეტლებისა და სხვა საჭიროებებისათვის აგროვებენ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ამისთვის ისედაც აქვს თანხები გამოყოფილი.

კუჭაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს მორიგ ბლებთან, რომლითაც, საეჭვო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ.

“ახლა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება. ანუ, ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და, რეალურად, საერთოდ არ ყოფილა საუბარი წამალზე – საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე.

არადა, ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის, თავისი მასაჟებითა და კურსებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაა საეჭვრო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის,” – წერს შაკო კუჭაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები