22 მაისი, პარასკევი, 2026
22 მაისი, პარასკევი, 2026

Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება

ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ორგანიზაცია Gas Infrastructure Europe-ის თანახმად, დღესდღეობით ევროპის გაზის საცავები 35%-ით არის შევსებული, რაც სეზონურ ნორმაზე დაბალია. როგორც წესი, ამ დროს ევროპის გაზის საცავები 50%-ით არის შევსებული.

როგორ სააგენტო იუწყება, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ზაფხულის განმავლობაში გაზის საცავები უნდა შეავსონ, რათა ოქტომბრიდან დეკემბრამდე ბუნებრივი აირის მარაგი 90%-ს შეადგენდეს.

„თუ ომი ხვალ დასრულდება და სრუტის გავლით გაზის თავისუფალი მიმოსვლა მალე აღდგება, საცავებს მისაღები, მაგრამ შეზღუდული მოცულობით, 75%-ით შევავსებთ, მაგრამ, თუ სრუტე კვლავ ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, სიტუაცია კრიტიკული გახდება“, – განუცხადა სააგენტოს ნორვეგიული კომპანია Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰელე ოსტერგარდ კრისტრიანსენმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები