22 მაისი, პარასკევი, 2026
22 მაისი, პარასკევი, 2026

ნინო წილოსანი პრემიერის ღია წერილის ადრესატებზე: ამ ადამიანების დუმილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები არაფერია

ეს ადამიანები [ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა] სრულად დუმან და განცხადებებს არ აკეთებენ და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ საჯაროდ მიმართა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ღია წერილზე ბრიუსელის მხრიდან მდუმარება იმაზე მიუთითებს, რომ ევრობიუროკრატებისთვის ადამიანის უფლებებზე საჯაროდ საუბარი გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„რა თქმა უნდა, ამის ფონზე, ამ ადამიანების დუმილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები არაფერია თუ არა ვიღაცის შემთხვევაში გამოსაყენებელი ბერკეტი და ინსტრუმენტი და ვხედავთ როგორ მახინჯურადაც იყენებენ ამ ინსტრუმენტს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა, რომელზედაც ამ დრომდე ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები