მარიამ ლაშხი: ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას

ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

დეპუტატი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს შინაარსიანი და საგნობრივი დისკუსიები და უნდა გამოვრიცხოთ სიძულვილის ენის დამკვიდრების მცდელობები, რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვხედავთ. ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას“, – აღნიშნა ლაშხმა.

შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...