19 მაისი, სამშაბათი, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

სოზარ სუბარი: მკვეთრადაა გაზრდილი ჩინეთ-საქართველოს შორის შორის ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობის დინამიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უზარმაზარ ჩინურ ბაზარზე ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. სოზარ სუბარი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჭრობის დინამიკის ზრდა:

„მკვეთრადაა გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩინურ ბაზარზე ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ბუნებრივია, აქ ქართული პროდუქციის მოხვედრა უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა მედიასთან დეპუტატმა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა ისიც, რომ ისაუბრეს პოლიტიკურ მდგენელებზეც, რაც გამოიხატება ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს მხრიდან „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერაში.

„ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, თუ როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ვიმსჯელეთ პოლიტიკურ მდგენელებზეც, რაც გამოიხატება საქართველოს მიმართ ჩინეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ჩვენი მხრიდან „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერაში. მკვეთრადაა გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობის დინამიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩინურ ბაზარზე ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ბუნებრივია, აქ ქართული პროდუქციის მოხვედრა უმნიშვნელოვანესია. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რაშიც ჩინეთი ძალიან წარმატებულია, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები და ციფრული ტექნოლოგიები“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები