19 მაისი, სამშაბათი, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა.

მან ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა და ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ ჟურნალისტის სანქცირების საკითხსაც შეეხო.

„ამჟამად ძალიან დაკავებული ვარ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებით. კირ სტარმერის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისმა გუნდმა ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. ახლა უპირატესობას რეფორმისტთა პარტია ფლობს.

ზოგიერთი ადამიანი ამ პარტიას ნაციონალისტურად ახასიათებს. ნიშანდობლივია, რომ ეს პარტია ძირითადად საუბრობს ბრიტანეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მაშინ, როდესაც ბრიტანეთში უდიდესი პარტიები სწორედ გლობალური მასშტაბის პოლიტიკით არიან დაკავებულნი, უკრაინის ომით მაგალითად, რომლის დასასრულსაც პირი არ უჩანს, ომით ირანთან და ბევრი სხვა მოვლენით მსოფლიოში. ეს საინტერესოა. „რეფორმისტთა პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის რამდენიმე პარალელის გავლებაცაა შესაძლებელი.

ევროპა ახლა ქაოსშია, უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ახალ იდეები არ ისმის; რამდენიმე დღის წინ კი ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლისა, ასე რომ ბევრი რამ ხდება“, – აღნიშნა პრაუდმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები