18 მაისი, ორშაბათი, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის

როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სამწუხაროა თუმცა ფაქტია, რომ რადიკალური ძალების მიერ ერთგვარ ნორმად იქცა საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკა, ღირსები შემლახავი რიტორიკა, შეურაცხყოფა.

ლევან მახაშვილის განცხადებით, რეგულაციები ამ მიმართულებით კანონმდებლობაში გაწერილია, ახალი ინიციატივა კი მისი აღსრულების ეფექტურობას გაზრდის.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სიახლე, რომელიც რეგულაციების აღსრულებას ეხება დამკვიდრებული პრაქტიკაა, როგორც ევროპაში, ასევე, დიდ ბრიტანეთში.

„ინდივიდუალურ სახელმწიფოებს, რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რაზეც მიერთებულია საქართველო და ჩვენ განუხრელად ვიცავთ, პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იქ აღნიშნულია, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გვავიწყდება ხოლმე, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთი არის ინდივიდუალური უფლებების დაცვა, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის სამართლებრივი ბალანსი. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, ხშირად გაგვიგია ხომ, რომ ჩვენი უფლება სრულდება იქ, როდესაც სხვისი უფლებები იწყება. არ შეიძლება, რომ ჩემი უფლებების დაცვის გამო, სხვის ღირსებას შეურაცხყოფა მივაყენო. ამაზეა აქ საუბარი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები