10 მაისი, კვირა, 2026
10 მაისი, კვირა, 2026

ცოტნე ანანიძე პოდოლიაკს: რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმიანება და ინტერესდება, რატომ გამოუშვეს უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების იმედით.

როოგრც ანანიძე აცხადებს, მსგავსი სპეცოპერაცია ქართულ მხარეს რომ დაეგეგმა, უკრაინის წარმომადგენლები ყველგან ამაზე ისაუბრებდნენ.

“გვინდა, სააკაშვილი დაუბრუნდეს უკრაინას“ -აცხადებს პოდოლიაკი.

საინტერესოა, მაშინ რატომ გამოუშვით აქეთ არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით?

საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამ აგრესიულ ჩარევაზე არ ისაუბრებდით. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები