ზვიად მაისაშვილი დაკავებულ სპეცრაზმელებზე: ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, მე არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა

2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.

მისი შეფასებით, ორივე დაკავებულმა აღიარა დანაშაული და ბოდიში მოიხადეს, რაც დადებითი მოვლენაა.

“ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არც არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა,” – განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

საპროტესტო აქციებისას გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის...

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო. თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის...